პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა “ნონა გაფრინდაშვილის თასი“ დასრულდა

13 ოქტომბერი 2024, 11:50 292 ნახვა

აქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა “ნონა გაფრინდაშვილის თასი“ დასრულდა. გაიმართა ფინალური შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. “ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ.

მეორე საპრიზო ადგილი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ფინალისტებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას განათლების სამინისტრო ავრცელებს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი