დეკანოზმა აღსარება ჩააბარა

11 აპრილი 2017, 00:00 2476 ნახვა

აღსარება ჩაიბარა, ზიარებაზე კი განაცხადა, რომ მღვდელთმთავრების პრეროგატივაა – დეკანოზი რევაზ სიხარულიძე დღეს ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან იმყოფებოდა.

ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ სასულიერო პირმა თქვა, რომ ზიარება მისი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგან დაკავებულს სინოდმა მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა, ზიარების საკითხი კი გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

დეკანოზის განცხადებით, ბრალდებულს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა ისევ სურს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა მაისში გაიმართება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი