უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი იმაზე სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ - ზელენსკი 

11 ოქტომბერი 2024, 09:10 198 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას იმაზე სწრაფად ელოდება, ვიდრე ამას პროგნოზირებენ. პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებიდან გაწევრიანებამდე ყველა ეტაპს სწრაფად გაივლის ქვეყანა, თუ იმავე გზას გააგრძელებს. იტალიის პრემიერთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ   ასევე  „გამარჯვების გეგმაზე“ ისაუბრა.

ჯორჯია მელონს გეგმის ყველა ასპექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მთავარია გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები და ურთიერთობები მის უახლოეს პარტნიორებთან.  

თავის მხრივ იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს ქვეყანას რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

ასევე მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინის აღდგენის კონფერენციას რომში უმასპინძლოს, რომელიც 2025 წლის 10-11 ივლისს გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი