კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი „სამეგობრო“ გახდა. შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 240 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დასახელდნენ. მეორე ადგილზე ცნობილი ინფლუენსერების ოჯახი გიორგი ჯობავა და სალი წვერავა გავიდნენ.
მესამე ადგილი კი კონტენტ-კრეატორმა მარიამ ფხოველიშვილმა დაიკავა. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა.
გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს.