ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს აფრთხილებს, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ დარტყმას უფრო ძლიერი საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ირანმა ისრაელზე გასულ კვირას მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.
ისრაელმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის.