წყნარ ოკეანეში რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

08 ოქტომბერი 2024, 14:15 270 ნახვა

რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების ნავსაწინააღმდეგო ხომალდებმა  აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივი პატრულირების ფარგლებში  მონაწილეობა მიიღეს საზღვაო წვრთნებში.  კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების გემებმა ერთობლივი პატრულირება  სექტემბერში 2024 წლის საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის შემდეგ დაიწყეს. 

საპატრულო მისიების დროს დაიგეგმა სასწავლო  და საბრძოლო მომზადების წვრთნები, მათ შორის წყალქვეშა თავდაცვისა და ზღვაზე გადარჩენის ორგანიზება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში