ისრაელში დროშები დაუშვეს

07 ოქტომბერი 2024, 13:55 249 ნახვა

ისრაელის პარლამენტის ქნესეტის შენობაზე ისრაელის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი 7 ოქტომბრის თავდასხმის  პირველ წლისთავთან დაკავშირებით დროშები ნახევრად დაუშვეს.  

დროშები ქნესეტის საპატიო მცველმა ადგილობრივი დროით დილის 6:29 საათზე დაუშვა, როცა ღაზიდან რაკეტების წვიმა დაიწყო სამხრეთ ისრაელზე, რასაც მოჰყვა ჰამასის ათასობით მებრძოლის თავდასხმა ისრაელის თემებზე, არმიის ბაზებსა და მუსიკალურ ფესტივალზე.

თავდასხმას ათას 200 ადამიანი შეეწირა, დაახლოებით 250 ადამიანი კი ღაზაში მძევლად აიყვანეს. თელ-ავივში ქალებმა  შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი 101 ისრაელელი მძევლის პატივსაცემად, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი