ჰესბოლამ ისრაელის ქალაქი ჰაიფა დაბომბა

07 ოქტომბერი 2024, 09:12 227 ნახვა

ჰესბოლას დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. საცხოვრებელი კორპუსი და გზატკეცილი  დაზიანდა ლიბანიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჰეზბოლამ განაცხადა, რომ მისი სამიზნე ჰაიფას სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზა იყო.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ჰაიფას მიმართულებით ხუთი რაკეტა იყო გაშვებული, რამდენიმეს ჩამოგდება შეძლეს, რამდენიმე კი ქალაქში ჩამოვარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი