პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები

06 ოქტომბერი 2024, 11:57 82 ნახვა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ლონდონის, პარიზის, რომისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მოქალაქეები ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ. ომის  წლისთავთან დაკავშირებით მასობრივი შეკრებებია დაგეგმილი რამდენიმე ქალაქშიც.

საპროტესტო აქციის დროს ბერლინში 26 პირი დააკავეს, რომლებიც ისრაელთა მომხრეთა აქციის მონაწილეების მისამართით, შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდნენ. ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პოლიციამ რომში მას შემდეგ რაც შეკრებილებმა სამართალდამცავებს ბოთლები დაუშინეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში