სირია ირანს ისრაელზე თავდასხმას უწონებს

05 ოქტომბერი 2024, 19:54 427 ნახვა

სირიის პრეზიდენტმა ირანს ისრაელზე თავდასხმა მოუწონა. ბაშარ ალ-ასადის თქმით, ეს ისრაელისთვის გაკვეთილი იყო. ასადთან შესახვედრად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში ჩავიდა. გარდა ამისა ვრცელდება ცნობები „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრის ლიკვიდაციის შესახებ.

ცნობისთვის, ისრაელმა ბეირუთში ჰაშენ საფიედინზე იერიში გასულ დღეს მიიტანა და მას შემდეგ საფიედინის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ამ დრომდე არ ავრცელებს კომენტარს „ჰეზბოლა“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი