ოკუპანტებმა ხერსონზე თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში რუსული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ამასთან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ პოკროვსკიდან სადაც ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი განადგურებულია.