წყალდიდობა და მეწყერი ბოსნია-ჰერცეგოვინაში - არის მსხვერპლი

05 ოქტომბერი 2024, 11:57 312 ნახვა

16 ადამიანი დაიღუპა ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტიქიის შედეგად. დაღუპულთა უმეტესობა იაბლანიცას მთის რეგიონშია.  დედაქალაქიდან 70 კილომეტრის მოშორებით ჩაიკეტა საავტომობილო გზები და დაზიანდა სარკინიგზო კავშირგაბმულობა. ქვეყანაში წყალდიდობა და მეწყერი ბოლო 24 საათში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში