რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმების შედეგად დაღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ერთი კი - დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფეთქებები იყო ნიკოპოლის რაიონშიც. დაშავდა ერთი ადგილობრივი. დაიბომბა ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
გასულ ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ გაშვებული 3 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.