ხვალ შუახევობაა

04 ოქტომბერი 2024, 18:41 87 ნახვა

ხვალ შუახევობაა. ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ტრადიციული სამზარეულო.

მოეწყობა ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ აჭარული კერძები დააგემოვნონ.

ასევე გაიმართება ადგილობრივი ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები. დასკვნითი კონცერტზე ანრი ჯოხაძე და თამუნა მიქელაძე იმღერებენ. ღონისძიება 80- იანი წლებიდან აღინიშნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი