''საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება’’ – საინფორმაციო - სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დღეს ბათუმში.
გენდერული სტერეოტიპები, სიძულვილის ენა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობა – შეხვედრა ძირითადად ამ საკითხებს დაეთმო.
გარდა ამისა საუბარი შეეხო საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს კენჭისყრის პროცესში.