საარჩევნო დავები  და გამოძიება

03 ნოემბერი 2024, 14:50 285 ნახვა

წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე გამოძიება გრძელდება.  ოპოზიცია ქართულ სისტემას არ ენდობა და საერთაშორისო გამოძიების მომხრეა. მმართველმა გუნდმა კი ოპოზიციის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე საქართველოს პროკურატურას უკვე მიმართა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ  მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით სისხლის სამართლებრივი დანაშაული იკვეთება. პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებულია ქვეყნის პრეზიდენტიც. 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში