გამოძიება საარჩევნოდ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე

02 ნოემბერი 2024, 12:00 311 ნახვა

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს. ძალოვანი უწყებების ცნობით, პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ოპონენტების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი ადასტურებს, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ხელისუფლების ოპონენტები კი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში