200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აშშ-ში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად. დაღუპულთა უმრავლესობა ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა. ქარიშხალ „ჰელენას“ მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიის, ტენესისა და ვირჯინიის შტატებშიც.
სტიქია უკვე 1 კვირაზე მეტია მძვინვარებს, მილიონამდე ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრეზიდენტიც, რომლის ბრძანებითან დაზარალებულ შტატებში ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება.