ისრაელი აგრძელებს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების დაბომბვას

03 ოქტომბერი 2024, 13:51 273 ნახვა

ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების ცა კვამლით არის გაჟღენთილი. ისრაელი აგრძელებს საჰაერო დარტყმას დაჰიეს რაიონზე, სადაც გასულ კვირას  ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა.

დანგრეულ შენობებსა და მანქანების ნამსხვრევებში გზას იკვლევენ დაჰიეს მცხოვრებლები. ისინი ტოვებენ მშობლიურ ადგილებს, რადგან ისრაელი მათ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე კონკრეტული უბნებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი