შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეზღუდვაა

03 ოქტომბერი 2024, 11:44 653 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების  გამო ფრიდონ ხალვაშის გამზირი დაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოებს უკავშირდება და პროცესი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ პერიოდში  ტრანსპორტი ჭოროხის ქუჩაზე გადაადგილდება.

მძღოლების ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მაგისტრალის დაკეტვის გამო შემოვლით გზაზე რამდენიმესაათიან საცობში უხდებათ დგომა.

გართულებულია გადაადგილება აეროპორტის გზატკეცილიდან  ახალსოფლის ცენტრამდე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი