ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, 2 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის მონაკვეთზე (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 4-ე კმ). ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.
შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელია ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზით.