თელ-ავივში ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

02 ოქტომბერი 2024, 11:44 320 ნახვა

ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს  საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. 44  წლის  ემიგრანტი  ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტერორისტების სამიზნე გახდა. ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.  საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწყება მუშაობს გარდაცვლილის  საქართველოში  გადმოსვენების საკითხზე.

გუშინ საღამოს თელ-ავივში ორმა  შეიარაღებულმა ტერორისტმა ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნა, შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, 7  კი დაჭრილია. ტერორისტული აქტი საჰაერო თავდასხმის პარალელურად განხორციელდა. 

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ თავდასხმების  დროს რამდენიმე საათის გატარება თავშესაფარში მოუხდათ. ამჟამად კი ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი