ვიქტორ ორბანი: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე წავიყვანთ 

01 ოქტომბერი 2024, 09:32 215 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ბრიუსელი დაჟინებით გააგრძელებს მათ დასჯას, მაშინ უნგრეთი მიგრანტებს, რომლებიც საზღვრის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელი მთავარ მოედანზე გააგზავნის. პრემიერის ეს განცხადება მოჰყვა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ორბანის  თქმით, თავისუფალი მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, რაშიც მან იგულისხმა გერმანიის გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებზე დროებით კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით და ასევე საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის მიშელ ბარნიეს პოზიცია საფრანგეთის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი