ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების შესრულების გარეშე არ დათანხმდება და ამ შინაარსის შეტყობინება 25-ზე მეტ კოლეგას გაუგზავნა.
მედიის ცნობით, ადრესატებს შორის არის გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და კანადის მინისტრები.
ისრაელ კაცი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი მისაღები სიტუაცია, ისრაელის საზღვრიდან „ჰეზბოლას“ განდევნა და მისი განიარაღებულ მდგომარეობაში მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით დარჩენა იქნება.