ფესტივალი "შემოდგომა ღორჯომში"

29 სექტემბერი 2024, 19:54 90 ნახვა

,,შემოდგომა ღორჯომში" –ამ სახელწოდებით ხულოში  ღორჯომის  ხეობაში ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში  სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძები, რეწვის ნიმუშები, ნაქსოვები, ნაქარგები, ძველი საყოფაცხოვრებო და ხელნაკეთი ნივთები. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, დააჯილდოვებენ საპატიო ღორჯომელები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში