ლიბანის პრემიერ-მინისტრ, ნაჯიბ მიკატის განცხადებით, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
"შესაძლოა, გამოყენებული იქნას გაერო-ს უსაფრთხოების 1701 რეზოლუცია, რომელიც 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ბოლო ომის დასასრულებლად იქნა მიღებული, მაგრამ, სათანადოდ არასოდეს შესრულებულა", - განმარტავს მიქატი.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვრცელდებოდეს როგორც ღაზის სექტორზე, ისე ლიბანზე.
ლიბანის მთავრობის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტისთვის ისრაელთან დიპლომატიური მცდელობები, კვლავ გრძელდება.