ირანი, „ჰეზბოლას“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

29 სექტემბერი 2024, 12:38 181 ნახვა

„ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყონებლივ დანიშვნას ითხოვს.

საბჭოს 15 წევრისადმი გაგზავნილ წერილში, გაერო-ში ირანის ელჩი, ამირ ირავანი აღნიშნავს, რომ თეირანი არ მოითმენს „თავდასხმას თავისი ქვეყნის დიპლომატიურ შენობებსა და წარმომადგენლებზე“.

„ირანი არ დააყოვნებს, გამოიყენოს თავისი უფლებები, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და მიიღოს ყველა ზომა ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად“, – აცხადებს ამირ ირივანმა.

გაერო-ში ირანის ელჩმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, გაატაროს „გადამწყვეტი ქმედებები“ ისრაელის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ რეგიონის ჩაბმა სრულმასშტაბიან ომში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით  ირანი „ჰეზბოლას“ მხარს წლების განმავლობაში უჭერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში