ისრალემა „ჰესბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია სცადა

27 სექტემბერი 2024, 23:04 207 ნახვა

ისრაელის ტავდაცვის ძალებმა მორიგი იერიში განახორციელეს ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით. კერძოდ კი სამხრეთ ბეირუთში, ჰესბოლას შტაბბინაზე განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. 

მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე ისრაელის იერიშის  სამიზნე დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა იყო.

„ჰეზბოლას“ წყაროები კი სხვადასხვა მედია საშუალებას ინფორმაციას აწვდიან, რომ ნასრალა ცოცხალია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ჯერ-ჯერობით „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია არც ისრაელს დაუდასტურებია.

მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი