ომი ახლო აღმოსავლეთში ახალ მასშტაბებს იძენს. ისრაელსა და ლიბანს შორის თავდასხმები არ წყდება. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მიმდინარე კვირაში ლიბანში 700-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ოქტომბრის შემდეგ ლიბანში იძულებით 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდა.