იზმაილზე დრონებით თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

27 სექტემბერი 2024, 13:01 80 ნახვა

სამი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი ქალაქ იზმაილზე რუსული დრონებით  თავდასხმას შედეგად. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოდესის ოლქში გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ცეცხლის ალში გახვეული შენობები ჩანს. შემთხვევის ადგილზე მაშველთა ბრიგადები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი შენობები, დამხმარე შენობები, ავტომობილები. 

რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ  ქალაქ დნიპროზე ასევე დააზიანა სამრეწველო ობიექტი და გამოიწვია ხანძარი - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერხი ლისაკმა. 

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით,  32 დრონიდან  24 ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში