იაპონიის მმართველი პარტიის ახალი ლიდერი არჩეულია

27 სექტემბერი 2024, 13:50 148 ნახვა

იაპონიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ვეტერანი დეპუტატი სიგერუ ისიბა იაპონიის მმართველ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. ის იქნება ასევე იაპონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრი. ისიბამ  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა  ნაციონალისტ სანაე ტაკაიჩიზე მეორე ტურში.

პარტიის ლიდერის არჩევნებში, რომელიც განიხილებოდა ათწლეულების განმავლობაში ლიდერობის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები, რეკორდული ცხრა კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ამჟამინდელი პრემიერის შეცვლაზე ბრძოლა  აგვისტოში დაიწყო, როცა მან გადადგომის შესახებ განაცხადა  სკანდალების სერიის გამო, რომელმაც მმართველი პარტიის რეიტინგის რეკორდულად დაბალ დონეზე დაცემა გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში