იაპონიაში ახალ პრემიერს ირჩევენ

27 სექტემბერი 2024, 08:01 188 ნახვა

იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა პარტიის  ახალი ლიდერისა და მომავალი პრემიერის არჩევის მიზნით კენჭისყრა დაიწყეს. თუკი ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების უბრალო უმრავლესობას - რაც მოსალოდნელია,   მეორე ტურში ის ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება.

ამჟამინდელი პრემიერის შეცვლაზე ბრძოლა  აგვისტოში დაიწყო, როცა მან  გადადგომის შესახებ განაცხადა სკანდალების სერიის გამო, რომელმაც მმართველი პარტიის რეიტინგის რეკორდულად დაბალ დონეზე დაცემა გამოიწვია.

გამოკითხვების თანახმად,  ფავორიტებს შორის რეკორდული 9-დან სამი კანდიდატია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი