რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს - პრემიერი

27 სექტემბერი 2024, 11:18 191 ნახვა
 

გაერო-ში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.

"საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ კარგად იცის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. გაერო-ში საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი