ერდოღანის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით

25 სექტემბერი 2024, 20:23 235 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა არ არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სიჩქარეა საჭირო. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი.

ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოველთვის ითვალისწინებენ წევრი ქვეყნების პოზიციებს და საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილავენ.

NBC News-თან საუბრისას ერდორანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფართოვდება, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ მიმართულებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი