ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა სუმის ოლქზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები გამოიყენეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში მტერმა ხარკოვსა და ოდესის ოლქებს საზენიტო მართვადი და საავიაციო რაკეტებით შეუტია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 32 უპილოტო საფრენი აპარატიდან 28 ჩამოაგდეს.