უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

25 სექტემბერი 2024, 09:31 190 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება და რუსეთს მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად კონკრეტული ქმედებებია აუცილებელი. პრეზიდენტის თქმით, პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა დაარღვია, რომ ის თავისით არ გაჩერდება.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ოკუპანტის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებისა და ატომურ ელექტროსადგურებზე დაგეგმილი იერიშის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი