ქედაში სოფელ ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების რეაბილიტაცია იწყება.
ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ ძენწმანის მეჩეთში ტარდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.
სამუშაობისთვის 650 000 ლარია გამოყოფილი.