ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST მკითხველებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სტატიაში საუბარია ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, ფესტივალებზე, სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებზე.
გამოცემის პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებს თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.