გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა დაეხმარონ სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში და საერთო გამარჯვების მიღწევაში".
ზელენსკი აშშ-ს კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.