ჰარისი თუ გაიმარჯვებს მთელი ქვეყანა გაკოტრდება - ტრამპი

24 სექტემბერი 2024, 09:03 178 ნახვა

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში გამართული  წინასაარჩევნო კამპანიის დროს  მხარდამჭერებს  ვადამდე კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და  ხმის მიცემის გაწელილი პერიოდი გააკრიტიკა.   

ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც  მიმართა და უთხრა, რომ იგი გათავისუფლებულია თანამდებობიდან და უნდა წავიდეს. დონალდ ტრამპი მოულოდნელად  ეწვია ადგილობრივ სასურსათო მაღაზიასაც.  დასაქმებულებს თანაგრძნობა გამოუთქვა  ინფლაციის გამო, რომელშიც მან თავისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა. თუ ჰარისი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ არა მარტო თქვენი მაღაზია, არამედ მთელი ქვეყანა გაკოტრდება - განუცხადა მათ ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა. 

პენსილვანიაში, შვიდიდან ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში, ჰარისმა შეინარჩუნა თავისი 4-ქულიანი უპირატესობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი