ისრაელის იერიშს ბეირუთზე „ჰეზბოლას“ მეთაური იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა

21 სექტემბერი 2024, 13:02 205 ნახვა

ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე „ჰეზბოლას“ მეთაური იბრაჰიმ აქილი და დაჯგუფების 15 მაღალჩინოსანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობები თავად „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია. დაშავდა 68 ადამიანი, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება.

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქზე საჰაერო იერიში, გუშინ, მიიტანა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი