ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 66-ს აღწევს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. ავიაიერიშის შედეგად ჩამოინგრა სახლები, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ისრაელმა ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ სამხედრო ხელმძღვანელი იბრაჰიმ აკილი მოკლა, უწყების ცნობით, ასევე ლიკვიდირებულია მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც „ჰეზბოლას“ შტაბის თათბირში მონაწილეობდნენ.