დონალდ ტრამპზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

21 სექტემბერი 2024, 11:50 181 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საიდუმლო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს  შეცდომები იყო დაშვებული. ახალ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ საიდუმლო სამსახურის ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან არასათანადო კომუნიკაციამ მათი აგენტების მუშაობა გაართულა.

ასევე უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე აგენტის დაუდევრობა გამოვლინდა. გავრცელებული დოკუმენტის მიხედით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა იცოდა უსაფრთხოების იმ რისკების შესახებ, რომლებსაც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიტინგის ჩასატარებლად შერჩეული ადგილი წარმოადგენდა. ცნობისთვის, გავრცელებულ დოკუმენტში არ არის დასახელებული შეცდომებზე პასუხისმგებელი პირი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში