ჩრდილოეთ არგენტინაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. კორდოვის სიახლოვეს ტყის მასივზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზების პროცესში 200-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სამუშო პირობებს ხელს ძლიერი ქარი და გვალვა უშლის. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიიდან 54 ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლმა 2 სახლამდე მიაღწია, რის გამოც გადაკეტილია საავტომობილო გზები.