ჩინეთი საფრანგეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს

20 ნოემბერი 2024, 14:01 251 ნახვა

ჩინეთს საფრანგეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავება და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გაძლიერება სურს. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ბრაზილიაში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

სი ძინპინმა მაკრონს განუცხადა, რომ ჩინეთიც და საფრანგეთიც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები არიან და მათ ურთიერთობებს აქვთ უნიკალური სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კრემლის მხრიდან ბირთვული ესკალაციის თავიდან აცილებაში. საფრანგეთის ლიდერმა ჩინელ კოლეგას მოუწოდა, მოახდინოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში