ბუდაპეშტში წყალდიდობაა მოსალოდნელი

20 სექტემბერი 2024, 14:08 210 ნახვა

ბუდაპეშტში მოსალოდნელი წყალდიდობის გამო ზომები გატარდა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, წყალდიდობის პიკისთვის, რომელიც 21 სექტემბერსაა მოსალოდნელი, მზად არიან, თუმცა ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება.

პრევენციისთვის დამონტაჟდა 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლები. ამ დროისთვის დატბორილია პარლამენტის ისტორიული შენობა და მდინარე დუნაის წყლის დონემ 1  მეტრით მოიმატა.

ქვეყნის პრემიერ მინისტრი კი აცხადებს, რომ ბრიუსელის დახმარებას რომ დალოდებოდნენ, ყელამდე წყალში იქნებოდნენ. ვიქტორ ორბანმა ეს განცხადება, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებულ ცენტრალური ევროპის რეგიონებს დაეხმარება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში