ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა.
აღნიშნავს, რომ ეს მისი მე-8 ვიზიტია და ხორციელდება მაშინ, როდესაც გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას განაგრძობს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას როგორც ზამთრისთვის მოსამზადებელ პროცედურებში, ასევე თავდაცვის მიმართულებით.