აშშ პეიჯერების აფეთქებასთან კავშირს გამორიცხავს

19 სექტემბერი 2024, 09:01 211 ნახვა

,,აშშ კვლავ ჩართულია ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევაში, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ლიბანში“ -  განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ. 

კირბიმ  ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი მოწყობილობების კოორდინირებულ აფეთქებასთან აშშ-ის კავშირი გამორიცხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ინფორმირებული ლიბანში რაიმე ოპერაციის შესახებ, კირბიმ განაცხადა, რომ „არაფრის გაზიარება“ არ შეუძლია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში