ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

18 სექტემბერი 2024, 13:16 189 ნახვა

კაიროში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. აშშ-ის მთავარი დიპლომატის ვიზიტი რეგიონში ღაზის ომის გაფართოების რისკის ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა ისრაელს შურისძიებით დაემუქრა და იგი ლიბანის მასშტაბით პეიჯერების აფეთქებაში დაადანაშაულა.

ისრაელმა უარი თქვა აფეთქებების შესახებ კომენტარზე. ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3 ათასი დაშავდა.

ბლინკენი ასევე შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატაჰ ალ-სისის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში