ყოველდღე გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ - ზელენსკი

17 სექტემბერი 2024, 09:48 195 ნახვა

რუსეთი ამტკიცებს, რომ მისმა ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი კურსკის რეგიონში  ორ სოფელზე, უსპენოვკასა და ბორკიზე. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კმ დაშორებით მდებარეობენ.    უკრაინა  კი აცხადებს, რომ მისი ძალები აკონტროლებენ კურსკში 100-მდე სოფელს. 

უკრაინის პრეზიდენტმა  საღამოს ვიდეომიმართვაში  განაცხადა, რომ მან განიხილა კურსკში არსებული ვითარება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან და „ყოველდღე ისინი გეგმის მიხედვით მოქმედებენ“.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სირსკიმ მოაწოდა ინფორმაცია რუსული ძალების ნელი წინსვლის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით სარკინიგზო და ლოგისტიკური კვანძის პოკროვსკის მიმართულებით.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში